• მთავარი
  • წიგნები
  • შემოგვიერთდით
    • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
    • ჩვენი მხარდამჭერები
  • სიახლეები
  • პრესა
  • English

Picture

რ ა დ ა რ ა მ ი


"რადარამი" ქართულ ენაზე თარგმნის და გამოსცემს წიგნებს, რომლებიც უკანასკნელი წლებში მსოფლიოს არაერთ ქვეყანაში დაიბეჭდა და საერთაშორისო აღიარება მოიპოვა. ორი საუკუნის მანძილზე საქართველო იზოლირებული იყო დანარჩენი ცივილიზებული მსოფლიოსგან. დღეს კი მასთან დაახლოებას  ცდილობს. ამიტომ,  განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, ქართველ მკითხველს საშუალება ჰქონდეს საკუთარ ენაზე გაეცნოს წიგნებს, რომლებიც მთელი მსოფლიოსათვის აქტუალურ პოლიტიკურ, სოციალურ თუ ეკონომიკურ საკითხებს ეხება. ჩვენი მიზანია, ქართველ მკითხველს საშუალება მივცეთ ხელმისაწვდომ ფასად შეიძინოს წიგნები და ჩაერთოს მსოფლიოში მიმდინარე დიალოგში.

"რადარამი" თვეში ერთხელ გამოსცემს ახალ წიგნს. წიგნების შეძენა საქართველოს ნებისმიერ რეგიონში წიგნების მაღაზიებშია შესაძლებელი .


 


ლოგოს ისტორია

Picture
"რადარამის" ლოგო ქართლის მეფის – ვახტანგ VI–ის 1708–09 წლებში მოჭრილი მონეტის მიხედვითაა შექმნილი. ეს პირველი ქართული მონეტაა, რომელსაც თარიღი ევროპულად აწერია, 
ვახტანგ VI–ის მოღვაწეობის წლები კულტურული აღორძინების თვალსაზრისით განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იყო საქართველოსათვის. მის სახელს უკავშირდება მეცნიერთა დასის, „სწავლულ კაცთა კომისიის“ მნიშვნელოვანი კულტურული საქმიანობა. ვახტანგ VI–მ პირველი ქართული სტამბა დააარსა. პირველი წიგნი, რომელიც ამ სტამბაში დაიბეჭდა, სახარება იყო. აქვე დაიბეჭდა „ვეფხისტყაოსნის“ პირველი მეცნიერული გამოცემაც
. 


პროექტის სახელწოდება "რადარამი" რუსიკო ამირეჯიბის მიერ შექმნილი არსებითი სახელია, რომლის ფუძედ გამოყენებულია ქართული ენის მთის დიალექტებში გავრცელებული კითხვითი სიტყვა ,,რადარამ?", რომელიც ხან ,,რა და როგორ", ხან კი ,,რა და რატომ"-ის მნიშვნელობით იხმარება. 



Create a free website with Weebly