რადარამი
  • მთავარი
  • წიგნები
  • თაბუნი
    • რა არის თაბუნი
    • შექმენი თაბუნი
    • მოძებნე & შეუერთდი
  • ჩვენ შესახებ
    • ჩვენი გუნდი
    • მთარგმნელები
    • წიგნის შერჩევა
    • ჩვენი მხარდამჭერები
  • ახალი ამბები
    • მედია
    • ფოტო გალერეა
  • FAQ
  • რუკა
  • კონტაქტი
    • შემოგვიერთდით
  • English

მარიამ ადუაშვილი

Picture
მარიამი "რადარამის" აღმასრულებელი დირექტორია,  დაამთავრა სეინტ ჯონსის კოლეჯი ამერიკის შეერთებული შტატების, მერილენდის შტატში. სწავლის პარალელურად ჩაბმული იყო განათლება - შემეცნებით პროექტებში ამერიკელი და ქართველი სტუდენტებისათვის; ხოლო უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ მუშაობდა "საარჩევნო სისტემების საერთაშორისო ფონდში" ვაშინგტონში, "MSI საქართველო"-ში და ეუთოს მისიაში. 

ელ. ფოსტა: mariama@radarami.org 

ქეთევან ჯაყელი

Picture
ქეთევანი თარგმანის კოორდინატორია. დაამთავრა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი ჰუმანიტარულ მეცნიერებათა მაგისტრის ხარისხით. მუშაობდა: ,,ინგლისური ენის ცენტრში“, ორგანიზაცია "Save the Children" - ში, ,,საქართველოს წიგნის გამომცემელთა და გამავრცელებელთა ასოციაციაში”. ამჟამად ქეთევანი ასევე ბაკურ სულაკაურის გამომცემლობის თანამშრომელია.


ელექტრონული ფოსტა: ketevan@radarami.org



მაია მესტუმრე

Picture
მაია რადარამის ყველაზე ახალი წევრია, ის პროექტების კოორდინატორია. მაია წლების განმავლობაში მუშაობდა სხვადასხვა წიგნის მაღაზიებში, მათ შორის "შექსპირი და კომპანია" , "Book City". ასევე მაია არის იდეის ავტორი და დამაარსებელი წევრი პროექტის "წიგნები მაღალ მთიან სოფლებს"; სულ ბოლოს კი პროექტ "მოვლას" ტურ მენეჯერი გახლდათ. 

ელ. ფოსტა: maia@radarami.org


სამეთვალყურეო საბჭო:

მარკ მალენი

Picture
მარკ მალენი -  1989 წელს  ვესლენის უნივერსიტეტი დაამთავრა (ქალაქ დალასში, ტეხასის შტატი, ა.შ.შ.). სწავლობდა ისტორიას, იყო მოცურავეთა გუნდის კაპიტანი. შემდეგ  ვაშინგტონში, ტოკიოში, აღმოსავლეთ ევროპის სხვადასხვა ქვეყნებში ცხოვრობდა. მალავიში 1992-93 წლებში გვალვით გამოწვეული ზარალის შემცირებასა და ამომრჩეველთა განათლების საკითხზე მუშაობდა. ასევე, ცხოვრობდა პალესტინაში, სადაც სამოქალაქო განათლების პროგრამა ჩამოაყალიბა და ალბანეთში. 1997 წელს კი  საქართველოში ჩამოვიდა და მას შემდეგ თბილისში, მთაწმინდაზე ცხოვრობს. იყო "საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს" თავმჯდომარე. 2006 წელს სოლანის სასწავლო გრანტით ლონდონის ბიზნეს სკოლაში სწავლობდა.მის ცხოვრებისეულ ინტერესებს ახალი იდების განვითარება და მათი საზოგადოებაში გავრცელება წარმოადგენს. მარკი ,,რადარამის" დამფუძნებელი  და სამეთვალყურეო საბჭოს წევრია.

ნატალია ანთელავა

Picture
ნატალია ანთელავა - წლების მანძილზე BBC–ის კორესპონდენტად   მუშაობდა ტაშკენტში.  თავისი პირველი რეპორტაჟი ამ ტელეკომპანიისათვის ჯერ კიდევ უნივესტეტში სწავლის დროს გადმოსცა  დაკარიდან. ამჟამად ცხოვრობს და მუშაობს ბეირუთში. იყო BBC –ის პროდიუსერი  ვაშინგტონში, საიდანაც ძირითადად კავკასიაზე აკეთებდა რეპორტაჟებს. 

რადარამის სტაჟიორები

Picture
Picture

ლუკა ჭანუყვაძე - მედია & სოც. მედია




​




დათო სიხარულიძე - ლოჯისტიკა & დისტრიბუცია














Powered by Create your own unique website with customizable templates.
  • მთავარი
  • წიგნები
  • თაბუნი
    • რა არის თაბუნი
    • შექმენი თაბუნი
    • მოძებნე & შეუერთდი
  • ჩვენ შესახებ
    • ჩვენი გუნდი
    • მთარგმნელები
    • წიგნის შერჩევა
    • ჩვენი მხარდამჭერები
  • ახალი ამბები
    • მედია
    • ფოტო გალერეა
  • FAQ
  • რუკა
  • კონტაქტი
    • შემოგვიერთდით
  • English