რადარამის მომდევნო წიგნი
შერილ სენდბერგი „იმოქმედე: ქალები, შრომა და ლიდერობის სურვილი“
იმოქმედე“ – შერილ სენდბერგის პროვოკაციული, შთამაგონებელი წიგნი ქალებისა და ძალაუფლების შესახებ – სათავეს იღებს “TED”-ში 2010 წელს წარმოთქმული, მუხტით სავსე სიტყვისგან, რომელშიც მან შეშფოთება გამოხატა იმის გამო, რომ ქალების მიერ მნიშვნელოვანი ხელმძღვანელი თანამდებობების დაკავების კუთხით პროგრესი შეფერხებულია. ეს გამოსვლა სენსაციად იქცა და მას შემდეგ ის თითქმის ორმა მილიონმა ადამიანმა იხილა. „იმოქმედეში“ იგი ერთმანეთს უთავსებს იუმორით სავსე პირად ამბებს, ცალკეულ გაკვეთილებს თავდაჯერებულობასა და ლიდერობაზე და პრაქტიკულ რჩევებს ქალებისთვის, რომლებიც კვლევას, სტატისტიკურ მონაცემებს, მის საკუთარ და ყველა ასაკის სხვა ქალების გამოცდილებას ეფუძნება.
შერილ სენდბერგი − „ფეისბუქის“ ოპერაციების მთავარი დირექტორი, რომელიც „ფორჩუნის“ 50 ყველაზე გავლენიანი ქალის სიაში მერვე ადგილზე მოხვდა − ამერიკის ერთ-ერთ ყველაზე შთამაგონებელ ლიდერად და იმ მილიონობით ქალის კერპად იქცა, რომლებიც სამსახურისა და ოჯახის შეთავსებას ცდილობენ. „იმოქმედეში“ ის მოუწოდებს ქალებს, რისკზე წავიდნენ და ახალი გამოწვევებისკენ ისწრაფონ, იპოვონ საქმე, რომელიც უყვართ, და მთელი ცხოვრების მანძილზე გატაცებით იყვნენ მასში ჩართული. „ფეისბუქში“ მუშაობის დაწყებამდე ის იყო „გუგლის“ ვიცე-პრეზიდენტი გლობალური გაყიდვებისა და ოპერაციების საკითხებში და აშშ-ის ფინანსთა სამინისტროს პერსონალის მმართველი. |
რადარამის მიერ გამოცემული წიგნები:
პიტერ პომერანცევი - არაფერია ნამდვილი და ყველაფერი შესაძლებელია
როგორ მუშაობს რუსული პროპაგანდა და რა გავლენა აქვს მას დღევანდელ მსოფლიოზე? როგორ ცდილობს კრემლი ადამიანის გონებაში შეღწევას? როგორ იქმნება ალტერნატიული რეალობა თანამედროვე რუსეთში? სწორედ ამ შეკითხვებს პასუხობს პიტერ პომერანცევის წიგნი რომელიც 2014 წელს გამოიცა.
პიტერ პომერანცევი ბრიტანელი ჟურნალისტი, ავტორი და ტელეპროდიუსერია. იგი 1977 წელს კიევში დაიბადა; მისი დაბადების შემდეგ მშობლები მალევე გერმანიაში გადასახლდნენ, ხოლო მოგვიანებით ლონდონსა და მიუნხენში ცხოვრობდნენ. უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ, პიტერი 2001 წელს რუსეთში გაემგზავრა და ცხრა წლის განმავლობაში სატელევიოზი არხ „ტნტ“-ში იმუშავა. 2010 წელს პომენრაცევი ლონდონში დაბრუნდა. 2013 წლიდან ის აქტიურად წერს და მუშაობს რუსულ პროპაგანდაზე, აქვეყნებს სტატიებს ცნობილჟურნალებსა და ფლატფორმებზე, როგორიცაა: Financial Times, NewYorker.com, Wall Street Journal, Foreign Policy, Daily Beast, Newsweek, Atlanic Montly. პომერანცევი თანამედროვე რუსეთის ერთ-ერთი ყველაზე ინფორმირებული და გამოცდილი მიმომხილველია.

ბილ მაკკიბენი - ნავთობი და თაფლი ანუ როგორ გავხდი აქტივისტი ჩემდაუნებურად
მწერალი ასაბუთებს, რა საფრთხეს უქმნის პლანეტას გლობალური დათბობა, რომლითაც არის გამოწვეული უამრავი სტიქიური უბედურება დედამიწის სხვადასხვა კუთხეში. მაგრამ ეს ჯერ კიდევ დასაწყისია. აღნიშნული პროცესი მსოფლიოში კლიმატის უფრო და უფრო საშიშ ცვლილებებს განაპირობებს. მაკკიბენის აზრით, ამ უბედურების გამომწვევი არის ადამიანის მომხმარებლური დამოკიდებულება ბუნების მიმართ. წინამდებარე წიგნში ის აღწერს საზოგადოებრივი მოძრაობა 350.org.-ის საქმიანობას, რომელიც უპირისპირდება სათბობ-ენერგეტიკული მრეწველობის გიგანტურ მანქანას, როგორც ამ ნეგატიური პროცესების ერთ-ერთ მთავარ დამნაშავეს.
წიგნში ვითარდება მეორე სიუჟეტური ხაზი, რომელიც ეძღვნება მეფუტკრე კირკ ვებსტერის საქმიანობას. ამ ადამიანმა, მენავთობეებისგან განსხვავებით, იცის ბუნების ენა. მის მუხლჩაუხრელ შრომას ადამიანებისთვის მხოლოდ სიკეთე და სარგებელი მოაქვს. ვებსტერის საფუტკრის მაგალითის ფონზე ავტორი ავითარებს მოსაზრებას: დროა, მსოფლიომ გააცნობიეროს, რომ გლობალური პროექტებიდან უნდა გადავიდეს ლოკალურზე, მცირემასშტაბიანზე, რომლებიც მხოლოდ და მხოლოდ მოგებაზე არაა ორიენტირებული და ბუნებას არ აზარალებს.

ტომ ვანდერბილთი - საგზაო მოძრაობა: რატომ ვატარებთ მანქანას ისე, როგორც ვატარებთ (და რას ამბობს ეს ჩვენ შესახებ)
მითხარი, როგორ ატარებ მანქანას და გეტყვი, როგორი ადამიანი ხარ. ჩვენი საარსებო სივრცის უდიდესი ნაწილი საავტომობილო გზებსა და მაგისტრალებს უჭირავს. საინტერესოა, როგორ ვიქცევით მაშინ, როდესაც მანქანას ვმართავთ. ტომ ვანდერბილთის წიგნით უამრავ რამეს გაიგებთ საკუთარ თავზე და მათზე, ვინც საგზაო საცობებში ყოფნისას თავისი უწესო ქცევით გაღიზიანებთ.
იცოდით, რომ ავარიების უმეტესობა მზიან ამინდში ხდება? იცოდით, რომ ხშირად ვტყუვდებით, როცა გვგონია, გვერდითა ზოლში უფრო სწრაფად მიდიან მანქანები? იცოდით, რომ კორუმპირებულ ქვეყნებში მანქანებსაც სხვაგვარად ატარებენ? ეს მხოლოდ მცირე ჩამონათვალია იმ აღმოჩენებისა, რომლებსაც ამ წიგნში შეხვდებით.
ვანდერბილთის აზრით, საკმარისია, დავაკვირდეთ ადამიანს მანქანის ტარების პროცესში და გავიგოთ, როგორაა მოწყობილი მისი ტვინი, როგორ ურთიერთობას ამყარებს ის, ზოგადად, გარესამყაროსთან. საგზაო მოძრაობა გაცილებით მეტია, ვიდრე თქვენ გგონიათ, ის ძალიან ნათლად წარმოაჩენს ადამიანურ ბუნებას. ეს წიგნი სრულიად ახალი თვალით დაგანახებთ საკუთარ თავს და მთელ მსოფლიოს. და ვინ იცის? იქნებ უკეთეს მძღოლებადაც გაქციოთ?

ჰედერ როჯერსი- "ხვალამდე გაქრება: ნაგვის გასაიდუმლოებული ისტორია''
„ეს წიგნი იმიტომ დავწერე, რომ მინდოდა, გამეგო, სად ქრება ჩემი ნაგავი“. ჰედერ როჯერსი ახალგაზრდა ამერიკელი ჟურნალისტი და რეჟისორია. წიგნის დაწერამდე მან ამავე სახელწოდების დოკუმენტური ფილმი გადაიღო, რომელმაც არაერთი კინოფესტივალის ყურადღება მიიქცია.
დღეს წყნარ ოკეანეში ექვსჯერ მეტი პლასტმასაა, ვიდრე პლანქტონი. ჰედერ როჯერსის აზრით, ეს პრობლემა ხელოვნურია. ახალგაზრდა მწერალი ცდილობს, ნაგვის საშუალებით ჩვენს საზოგადოებაზე მრავალი საინტერესო რამ გვითხრას. თქვენ წინაშე ერთდროულად ნაგვის მოვლის ისტორიული მიმოხილვაცაა და კრიტიკული ანალიზიც. წიგნში დეტალურადაა აღწერილი, თუ როგორ და რის გამო წარმოვქმნით უფრო და უფრო მეტ ნაგავს. ეს მონაცემები დაგაფიქრებთ არა მხოლოდ ეკოლოგიურ, არამედ ეკონომიკურ და სოციალურ პრობლემებზე, რომელთა წინაშეც თანამედროვე ცივილიზაცია დგას. წიგნის კითხვისას გაგიჩნდებათ კითხვები: რატომ აღარ ვიყენებთ შუშის ბოთლებს? რა საჭიროა ერთჯერადი საპარსები? რატომ არ შეგვიძლია, მოვიხმაროთ ნაკლები? რაც მთავარია, კიდევ ერთხელ დაფიქრდებით იმაზე, თუ რისი გაკეთება შეგვიძლია ჩვენი ეკოსისტემის გადასარჩენად.

ტიმოთი სნაიდერი - "სისხლიანი მიწები: ევროპა ჰიტლერსა და სტალინს შორის"
ტიმოთი სნაიდერი ამერიკელი ისტორიკოსი და იელის უნივერსიტეტის პროფესორია. ის იმ ოცწლიან პერიოდს იკვლევს, როდესაც აღმოსავლეთ ევროპაში ნაცისტურ გერმანიასა და საბჭოთა კავშირს შორის დაპირისპირებას თოთხმეტი მილიონი ადამიანი შეეწირა. ეს ადამიანები არ ყოფილან ჯარისკაცები, ისინი არ დაღუპულან სამხერო ოპერაციებისას, ისინი ბალტიის ქვეყნების, ბელარუსის, უკრაინის, პოლონეთისა და რეგიონის სხვა ქვეყნების მშვიდობიანი მოქალაქეები იყვნენ, რომლებიც ამ ტოტალიტარულ რეჟიმებს ემხვერპლნენ.
თავის შთამბეჭდავ ნაშრომში ტიმოთი სნაიდერი მეოცე საუკუნის ამ სისხლიან სტატისტიკას წარმოგვიდგენს და საშუალებას გვაძლევს ისტორიული ცნობების მიღმა ცალკეული ადამიანები დავინახოთ.
"სისხლიანი მიწები" მეცნიერის ზუსტი ხედვისა და ლიტერატორის დახვეწილი თხრობის ნაზავია, წიგნი ძალიან ჰუმანური და ამავდროულად სულისშემძვრელი საკითხავია, რომელიც ღრმა გააზრებას საჭიროებს, რათა სისხლიანი მიწები აღარასოდეს განმეორდეს.

დევიდ გრებერი - "დემოკრატიის პროექტი: ისტორია, კრიზისი, მოძრაობა"
დევიდ გრებერი მისი თაობის ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი აქტივისტი და სწავლულია. ამ წიგნში ის მკითხველს დემოკრატიის ისტორიის შესახებ მოუთხრობს და გვიჩვენებს დემკორატიის იდეის გამძლეობისა და ადაპტაციის უნარის შესახებ. გრებერი ცდილობს განსხვავებულად წარმოგვიჩინოს ისტორიის სხვადასხვა მნიშვნელოვანი მონაკვეთი. დემოკრატიის საწყისად ის ათენის სახელმწიფოს იღებს, განიხილავს ისტორიას მეოცე საუკუნის გლობალურ რევოლუციებამდე და ეხება ისეთ მნიშვნელოვან თემებს, როგორიცაა ამერიკის შეერთებული შტატების ჩამოყალიბება. ავტორის აზრით, განახლებული დემოკრატია, რომელიც დაფუძნებული იქნება ისეთ ბაზისურ ცნებებზე, როგორიცაა თანასწორობა, შეთანხმებულობა და საყოველთაო ჩართულობა, დაგვეხმარება შევქვმნათ ზუსტად ისეთი სახელმწიფო, როგორიც გვსურს - სამართლიანი, მოწესრიგებული და თავისუფალი. გრებერი თვლის, რომ რადიკალური დემოკრატია ჩვენი საუკეთესო გამოსავალია.
კვამე ენტონი აპია: ,,ღირსების კოდექსი: როგორ ხდება ზნეობრივი რევოლუციები“
კვამე ენტონი აპიას ,,ღირსების კოდექსი: "როგორ ხდება მორალური რევოლუციები“.
წიგნის ავტორი, ერთ ერთი ყველაზე პოპულარული თანამედროვე ფილოსოფოსია, რომელმაც ამ ნაშრომით სრულიად ახლებურად დაგვანახა ადამიანის ბუნება და ის სოციალური რეფორმები, რომელთა შესახებაც ყველას გვსმენია. წიგნის კითხვისას, თქვენ ერთდროულად ისტორიაშიც იმოგზაურებთ და ფილოსოფიური თვალითაც შეხედავთ ისეთ მოვლენებს, როგორიცაა: დუელი, მონობა, მკვლელობები. ავტორის აზრით, ბოლო საუკუნეში მომხდარი დემოკრატიული ცვლილებები არათუ კანონის მეშვეობით მოხდა, არამედ ამ ცვლილებების მამოძრავებელი ძალა სწორედ ადამიანური ღირსება იყო.
პოლ ტაფი: "როგორ აღწევე
ნ ბავშვები წარმატებას"
ამერიკელი–კანადელი ჟურნალისტი და მწერალი, პოლ ტაფი განათლების, ბავშვთა ფსიქოლოგიის, სასკოლო საგანმანათლებლო სოსტემის, სიღარიბისა და პოლიტიკის შესახებ დაწერილი რამდენიმე მნიშვნელოვანი წიგნის ავტორია.
პოლ ტაფის ეს წიგნი ფსიქოლოგიისა და მრავალი სხვა მიმართულების სამეცნიერო წრეებში გავრცელებული ცნობილი დისკუსიის „თანდაყოლილი თუ დასწავლილი“? – ერთგვარი გაგრძელებაა. რა თვისებები ეხმარება ადამიანს ადრეული ასაკიდანვე პიროვნულ ზრდასა და წარმატების მიღწევაში? წარმატების აბსოლუტურ საწინდარად ზოგჯერ IQ-ს, ინტელექტის თანდაყოლილ და უცვლელ კოეფიციენტს მიიჩნევენ. პოლ ტაფი ამ მოსაზრებას „ხასიათის“ ცნებას უპირისპირებს – იგი თანდაყოლილი უნარების ნაცვლად, ხასიათის თვისებებზე აკეთებს აქცენტს, რომლებიც საბედნიეროდ, მოქნილი და ზრდისუნარიანია – ნებისყოფა, სიბეჯითე, ჟინი, ცნობისმოყვარეობა, ოპტიმიზმი.

ათულ გავანდე: "სირთულეები: ჩანაწერები არასრულყოფილი მეცნიერების შესახებ"
ათულ გავანდეს წიგნი – "სირთულეები: ჩანაწერები არასრულყოფილი მეცნიერების შესახებ" – ძალიან საინტერესოდ საკითხავი სამეცნიერო–პოპულარული ნაშრომია, რომელიც დაწერილია ექიმის მიერ და დაფუძნებულია სამედიცინო სფეროში მომხდარ რეალურ ფაქტებზე.
ავტორი პაციენტების ანონიმურობის დაცვით, სკრუპულოზურად, გულახდილად და ემოციურად აღწერს სხვადასხვა ექიმის პრაქტიკაში მომხდარ კურიოზებს და დაშვებულ სამედიცინო შეცდომებს.
ავტორის მოტივაციაა აამაღლოს სამედიცინო სფეროში მოღვაწე ექიმი–პრაქტიკოსების პასუხისმგებლობა და პროფესიული სიფხიზლე ყოველდღიური რუტინული საქმიანობის დროს, რათა თავიდან იქნას აცილებული მრავალი ისეთი შეცდომა და გართულება, რომლებსაც, ერთი შეხედვით მარტივი შემთხვევების დროსაც კი სავალალო შედეგებამდე მივყავართ.
წიგნი შეუნელებელი ინტერესით იკითხება და განკუთვნილია როგორც ექიმების, ისე მკითხველთა ფართო წრისთვის.

ჯეი მათეუსი: "იშრომე ბევრი, იყავი კეთილი"
წიგნი წარმოადგენს ბოლო წლების საერთაშორისო ბესტსელერს. იგი ეხება განათლების პოლიტიკას, მასწავლებლებს და მოსწავლეებთან ეფექტური კომუნიკაციის გზების ძიებას. წიგნი საინტერესოა არა მხოლოდ მათთვის, ვისაც რაიმე
საფუძვლიანი ცვლილების დასაწყებად შთაგონება სჭირდება. აქ მოთხრობილია სიხარულისა და
წარუმატებლობის, ბიუროკრატიული თუ პირადი სირთულეების გადალახვის შესახებ. შეიძლება
თამამად ითქვას, რომ ეს წიგნი სიყვარულზეა: თუ როგორ შეიყვარა ორმა ადამიანმა საკუთარი
საქმე და როგორ შეაყვარა შემდეგ ამ საქმემ მათ ყველაფერი დანარჩენი.
ფრანკლინ ფოერი: "როგორ აგვიხსნა ფეხბურთმა მსოფლიო"
ავტორმა რვა თვის განმავლობაში იმოგზაურა მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში, შეხვდა ფეხბურთთან დაკავშირებულ უამრავ საინტერესო ადამიანს, დაესწრო საფეხბურთო მატჩებს. შედეგად, შეიქმნა უაღრესად საინტერესო წიგნი, რომელშიც ავტორი ცდილობს აჩვენოს, თუ როგორ არის დაკავშირებული XX საუკუნის ფეხბურთი გლობალურ პოლიტიკურ-ეკონომიკურ პროცესებთან, როგორ აქციეს სხვადასხვა ერებმა საფეხბურთო სტადიონი ეროვნული ღირსების, იდენტობის გამოვლენის, ზოგჯერ სხვა ერებზე უპირატესობის დამტკიცების ან ტრადიციების დაცვის ასპარეზად. ავტორი გვერდს არ უვლის მსოფლიო ფეხბურთისათვის ისეთ საჭირბოროტო პრობლემას, როგორიცაა საფეხბურთო მატჩების უსაფრთხოება ან ზოგიერთ ქვეყანაში ფეხბურთის ადგილობრივი პოლიტიკის ნაწილად ქცევა. ავტორი ამომწურავად ასაბუთებს, რომ საფეხბურთო ჩემპიონატებში მონაწილე ქვეყნების პოლიტიკურ ეკონომიკური სისტემების მიხედვით, ადვილია წინასწარ განსაზღვრო მსოფლიო თასის მოსაპოვებელ მატჩთა შედეგებიც კი. მკითხველი წიგნში ბევრ სიახლეს აღმოაჩენს კარგად ნაცნობი ფაქტებისა თუ ადამიანების შესახებ. იმისათვის, რომ ამ წიგნის კითხვით სიამოვნება მიიღოთ, სულაც არ არის აუცილებელი იყოთ ფეხბურთისკარგი მცოდნე ან მოყვარული. წიგნი ხომ მხოლოდ ფეხბურთზე არაა. ის ფეხბურთის სამყაროში შეღწეულ გლობალიზაციის მტკივნეულ პრობლემებზეა.
მაიკლ ლუისი: "ბუმერანგი: მოგზაურობა ახალ მესამე სამყაროში"
მაიკლ ლუისის „ბუმერანგი - მოგზაურობა ახალ მესამე სამყაროში“ გამოცემისთანავე ბესტსელერად იქცა. ავტორი ერთგვარი პირადი კვლევის საფუძველზე აღწერს საკმაოდ საინტერესო და უცნობ ფაქტებს ცალკეული ქვეყნების სახელმწიფო მოხელეთა და მოქალაქეთა ქცევიდან.
მიუხედავად იმისა, რომ წიგნი ისეთ რთულ და მნიშვნელოვან საკითხს ეხება, როგორიცაა მსოფლიო ეკონომიკური კრიზისი და ცალკეული ქვეყნების როლი აღნიშნული კრიზისის გამწვავებაში, ის საკმაოდ მარტივად და გასაგებად იკითხება.
ყველაზე მნიშვნელოვანი წიგნში არის ის, თუ რატომ არ უნდა იცხოვრონ ადამიანებმა და ქვეყნებმა ე.წ. ვირტუალურ რეალობაში. კერძოდ, როგორ არ უნდა მისცენ თავს უფლება, ერთის მხრივ, სახელმწიფო მეთაურებმა, ხოლო მეორე მხრივ, რიგითმა მოქალაქეებმა, მყარი საფუძველისა (გარანტიის) და არცთუ სტაბილური შემოსავლის პირობებში, ფუფუნებაში იცხოვრონ სესხად აღებული თანხებით. წიგნში აღწერილია სხვადასხვა ქვეყნის საინტერესო შემთხვევები, რომლებიც მინიმუმ კრიზისის მაპროვოცირებელნი გახდნენ. საინტერესოა, რომ მკითხველი, ბევრ შემთხვევაში, ქართულ რეალობასთან იპოვის მსგავსებას.
გარდატეხა: როგორ გავატაროთ ცვლილება, როცა ეს ასე რთულია
ჩიპ და დენ ჰითის ეს წიგნი ცვლილების მართვის თემაზე გამოცემული ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ნაშრომია. ავტორები გვიამბობენ, თუ როგორ მივცეთ ჩვენს რაციონალურ მხარეს მიმართულება, ემოციურ მხარეს კი მოტივაცია და როგორ შევცვალოთ გარემო პირობები იმისათვის, რომ ცვლილების განხორციელება უფრო ადვილი გახდეს.
`გარდატეხა” გამოქვეყნებისთანავე New York Times-სა და Wall Street Journal-ის ნომერ პირველი ბესტსელერი გახდა. ცვლილების მართვით დაინტერესებული ნებისმიერი მკითხველისთვის ეს წიგნი საუკეთესო გზამკვლევი იქნება.
ჩიპ ჰითი ამჟამად სტენფორდის უნივერსიტეტის ბიზნეს სკოლის პროფესორია, დენ ჰითი კი დიუკის უნივერსიტეტის მკვლევარი. მათი წინა ერთობლივი ნამუშევარი, Made to Stick წლის საუკეთესო წიგნად დასახელდა და 29 ენაზე ითარგმნა.
მთარგმნელი: სოფო გიორგობიანი

ტონი ჯატი: "უკეთურება ეუფლება ქვეყნიერებას"
ტონი ჯატის წიგნი ,,რადარამის” წიგნების სერიის მეხუთე წიგნია. „არის რაღაც ძალზე არასწორი ჩვენ დღევანდელ ცხოვრების წესში“- ამ სიტყვებით იწყება ცნობილი ბრიტანელი ისტორიკოსის, ნიუ – იორკის უნივერსიტეტის პროფესორის ტონი ჯატის წიგნი „უკეთურება ეუფლება ქვეყნიერებას“. ავტორი საუბრობს იმ პრობლემებზე, რომლებიც დღევანდელი მსოფლიოს თითქმის ყველა სახელმწიფოს წინაშე დგას.
ეს წიგნი ერთდროულადაა ომის შემდგომი დასავლეთის ისტორიაც და უკომპრომისო პოლემიკაც თანამედროვეობის პოლიტიკური კლიმატისა თუ სოციალური პრობლემების შესახებ.
მთარგმნელი: თამარ ლომიძე, რედაქტორები: თიკო ნინუა, კახა ჯამბურია.

ჯონათან უოტსი: "ჩინეთი დღევანდელ მსოფლიოში"
გაზეთ ,,გარდიანის” კორესპონდეტმა ჯონათან უოტსმა, ჩინეთში ჰიმალაის რეგიონიდან (რომელსაც ტურისტების მისაზიდად სახელი გადაერქვა და ,,შანგრი-ლა” ეწოდა) მონღოლეთში, ჰანადუმდე (შანგდუ) იმოგზაურა. წიგნში ის გვიამბობს, თუ როგორ ცდილობს პეკინი, სწრაფი ეკონომიკური ზრდა გრძელვადიანი განვითარების პერსპექტივასთან დააბალანსოს. ავტორი ცდილობს პასუხი გასცეს ყველა ჩვენგანისათვის მნიშვნელოვან კითხვას, გახდება თუ არა ჩინეთი ,,პირველი მწვანე ზე-სახელმწიფო”, თუ ის ჩვენს პლანეტას გადაშენების პირას მიიყვანს და ეკოლოგიური კატასტროფის წინაშე დააყენებს?
ქეთრინ შულცი: "როცა ცდები - თავგადასავალი შეცდომის ზღვარზე"
ფილოსოფია, ფსიქოლოგია, რელიგია, მედიცინა, პოლიტიკა, ყოველდღიური ცხოვრება - ის სფეროებია, რომელთა მრავალფეროვანი მაგალითებით ქეთრინ შულცი გვიხსნის, რომ შეცდომა ადამიანური ფენომენია. წიგნში ,,როცა ცდები" ის შეცდომის ორ მოდელს განიხილავს: პესიმისტურსა და ოპტიმისტურს. პირველი ხაზს უსვამს შეცდომის საბედისწერო ხასიათს, ხოლო მეორის მიხედვით, შეცდომას არც თუ ისე დიდი მნიშვნელობა აქვს ადამიანის ცხოვრებაში. თუ გსურთ მიიღოთ პასუხი შეკითხვაზე - რატომ არის შეცდომა ადამიანისათვის შემეცნების ერთ-ერთი გზა და არა დაბრკოლება, თუ გსურთ გაიგოთ, როგორია შეცდომის მექანიზმი, რომელსაც ჩვენი მსოფლმხედველობის, ურთიერთობებისა და, რაც მთავარია, თავად ჩვენი გარდაქმნა ძალუძს - წაიკითხეთ ქეთრინ შულცის წიგნი ,,როცა ცდები". ერთის მხრივ, მოგხიბლავთ ავტორის ფართო ერუდიცია, მეორე მხრივ, სურვილი გაგიჩდებათ, კიდევ უფრო მეტი ინფორმაცია და ცოდნა მიიღოთ. კითხვის დასრულების შემდეგ შეიძლება შეგექმნათ განცდა, რომ რამდენიმე საინტერესო წიგნს ერთდროულად გაეცანით...
ჯოზეფ სტიგლიცი: "გლობალიზაცია და მისი თანმდევი უკმაყოფლება"
წიგნის ავტორი ჯოზეფ სტიგლიცი ყველა ეკონომისტისათვის საოცნებო ბიოგრაფიით გამოირჩევა. მის სასარგებლოდ მხოლოდ იმის თქმაც საკმარისია, რომ ის ნობელის პრემიის ლაურეატია ეკონომიკის დარგში და წლების მანძილზე მსოფლიო ბანკის მთავaრ ვიცე-პრეზიდენტად და მთავარ ეკონომისტად მუშაობდა. ჯოზეფ სტიგლიცი ერთმანეთს ყოველთვის შესანიშნავად უთავსებდა პრაქტიკულ და სამეცნიერო საქმიანობას: “გლობალიზაცია და მისი თანმდევი უკმაყოფილება“ სწორედ მისი პრაქტიკული გამოცდილების ანალიზის ნაყოფია.
ჯოზეფ სტიგლიცის წიგნში ძირითადად ეკონომიკურ თემებზეა საუბარი, თუმცა ის მკითხველთა ფართო წრეზეა გათვლილი. მარტივი და გასაგები ენის წყალობით, სტიგლიცი ამ წიგნით ეკონომისტსაც და ეკონომიკურ საკითხებში ნაკლებად გარკვეულ მკითხველსაც ერთნაირი წარმატებით იწვევს დისკუსიაში. ქართულ რეალობაში ეკონომიკური წიგნების დეფიციტი საკმაოდ მწვავედ დგას და შესაბამისად, ვფიქრობთ, რომ ჯოზეფ სტიგლიცის ამ უმნიშვნელოვანესი ნაშრომის ქართულ ენაზე გამოქვეყნება პრობლემის მოსაგვარებლად გადადგმული პირველი წარმატებული ნაბიჯი გახდება.

უილიამ ანთოლიზი და სტროუბ ტალბოტი: "სწრაფად წინ"
,,სწრაფად წინ” 2010 წელს გამოცემული საერთაშორისო ბესტსელერია, რომელიც ხსნის ,,რადარამის” ყოველთვიური წიგნების სერიას. წიგნში განხილულია გლობალური დათბობით გამოწვეული მოვლენები და მასთან დაკავშირებული პოლიტიკური პროცესები.
კარგახანია დაიწყო შეხვედრები და მოლაპარაკებები საერთაშორისო დონეზე და უმეტეს შემთხევვაში, პირველ პირთა მონაწილეობითაც. წიგნი ძალზე შთამბეჭდავად გვიამბობს ასეთი კონფერენციების დროს შექმნილი დრამატული სიტუაციების შესახებ და მოლაპარაკებათა კულუარებშიც გვახედებს. რამდენად ბანალურადაც არ უნდა ჟღერდეს, იქ, სადაც ყველა საკუთარი სახელმწიფოს ინტერესების დაცვას ცდილობს, ჩვენი და ჩვენი შვილების ბედი წყდება. ერთი შეხედვით, რა დროს ცალკეული ქვეყნის პოლიტიკური ინტერესებია, როდესაც კაცობრიობის ბედი წყდება და წამზომი უკვე ჩართულია. მაგრამ, როგორც ჩანს, ასე მარტივად არ არის საქმე – მიუხედავად იმისა, რომ ა.შ.შ–ს პრეზიდენტი შეიძლება მთელი ძალით ცდილობდეს წინ აღუდგეს კლიმატის ცვლილებას, კონგრესში თუ კანონმდებლობა ჩავარდება, საქმე ერთი ნაბიჯითაც ვერ წაიწევს წინ. არადა, ამერიკის უშუალო მონაწილეობის გარეშე შედეგის მიღწევა ფაქტობრივად შეუძლებელი იქნება.