ხშირად დასმული შეკითხვები
- 1. რა არის რადარამი?
- 2. რატომ შეიქმნა რადარამი?
- 3. რას ნიშნავს სიტყვა რადარამი?
- 4. ვინ დგას რადარამის უკან?
- 5. როგორ ირჩევს რადარამი თუ რომელი წიგნი გამოსცეს?
- 6. ვინ თარგმნის არჩეულ წიგნებს ქართულად?
- 7. რომელი წიგნები გამოსცა უკვე რადარამმა?
- 8. სად შეიძლება შევიძინო რადარამის წიგნები?
- 9. რომელი წიგნის გამოცემა იგეგმება უახლოეს მომავალში?
- 10. როგორ დავუკავშირდე რადარამის სხვა მკითხველებს?
- 11. როგორ შევუერთდე რადარამის საქმიანობას?
- 12. წიგნების დაბალი ფასის გათვალისწინებით, რამდენად კონკურენტუნარიანია სხვა ადგილობრივი გამომცემლობები რადარამთან შედარებით?
- 13. როგორ ფინანსდება რადარამი?
1. რა არის რადარამი?
რადარამი საქართველოში რეგისტრირებული არასამთავრობო ორგანიზაციაა, რომელიც ბოლო ხანებში სხვადასხვა ქვეყანაში გამოქვეყნებულ და მსოფლიო მასშტაბით აღიარებულ წიგნებს ქართულად თარგმნის და გამოსცემს. რადარამის მიერ შერჩეული წიგნები თანამედროვე მსიოფლიოს აქტუალურ საკითხებს ეხება, მათი შეძენა შესაძლებელია როგორც თბილისის, ასევე რეგიონების წიგნის მაღაზიებში.
2. რატომ შეიქმნა რადარამი?
ორგანიზაციის შექმნის მიზანი ქართველი მკითხველის საერთაშორისო საკითხებზე მიმდინარე დებატებში ჩაბმა და მკითხველებს შორის დიალოგის ხელშეწყობაა. პროექტის ფარგლებში რეგულარულად ითარგმნება და გამოიცემა პოპულარულ ენაზე დაწერილი სამეცნიერო, შემეცნებითი, ბიოგრაფიული და სხვა არამხატვრული ჟანრის ლიტერატურა.
3. რას ნიშნავს სიტყვა "რადარამი"?
,,რადარამ?" ქართული ენის მთის დიალექტებში გავრცელებული კითხვითი სიტყვაა, რომელშიც ხან ,,რა და როგორ", ხან კი ,,რა და რატომ" იგულისხმება. ორგანიზაციის ეს სახელდება რუსუდან ამირეჯიბს ეკუთვნის და, ფაქტობრივად, მის მისიას განსაზღვრავს: ჩვენ გვინდა ქართველებმა იცოდნენ თუ რა ხდება მსოფლიოში, როგორ საუბრობენ მიმდინარე მოვლენებზე, გვინდა გვესმოდეს, რატომ უნდა ჩაებას საქართველო საერთაშორისო დისკუსიებში.
4. ვინ დგას რადარამის უკან?
რადარამის დამფუძნებლები ქართველი და საქართველოში მცხოვრები უცხოელი მკითხველები არიან. დეტალური ინფორმაციისთვის დააწკაპუნეთ აქ.
5. როგორ ირჩევს რადარამი თუ რომელი წინგი გამოსცეს?
ჩვენი საერთაშორისო საბჭოს წევრები წიგნებს თანამედროვეობის, გლობალური მნიშვნელობისა და მკითხველის ინტერესის გათვლისწინებით არჩევენ. საბჭო ავტორების, ჟურნალისტების, საერთაშორისო ურთიერთობების ექსპერტებისა და ასევე სხვადასხვა გამომცემლობების ხელმძვანლებისაგან შედგება. დეტალური ინფორმაციისთვის დააწკაპუნეთ აქ.
6. ვინ თარგმნის არჩეულ წიგნებს ქართულად?
თარგმანის ხარისხსა და გამართულობაზე ჩვენი გუნდის პროფესიონალი მთარგმნენელბი და რედაქტორები ზრუნავენ. რადარამი ცდილობს მკითხველს წიგნები სადა და სასიამოვნო ენით მოაწოდოს.
7. რომელი წიგნები გამოსცა უკვე რადარამმა?
რადარამმა უკვე თვრამეტი წიგნი გამოსცა, დეტალური ინფორმაციისათვის დააწკაპუნეთ აქ.
8. სად შეიძლება შევიძინო რადარამის წიგნები?
წიგნების შეძენა საქართველოს მასშტაბით 50-მდე მაღაზიაშია შესაძლებელი, მათ შორის "ბიბლიუსის", "პარნასისა" და "ლატერნას" ქსელში. გარდა ამისა, წიგნები თითქმის ყველა ქალაქისა და დასახლების ბიბლიოთეკაშია ხელმისაწვდომი. რუკის სანახავად დააწკაპუნეთ აქ.
9. რომელი წიგნის გამოცემა იგეგმება უახლოეს მომავალში?
გამოსაცემად მზადდება შერილ სენდბერგის წიგნი, რომელიც ქალებისა და ძალაუფლების თემას ეხება, მეტი ინფორმაციის მისაღებად დააწკაპუნეთ აქ.
10. როგორ დავუკავშირდე რადარამის სხვა მკითხველებს?
რადარამის მიერ გამოცემულ იმ წიგნში, რომელსაც პირველად შეიძენთ, 5-ციფრიან კოდს იპოვით. გამოგვიგზავნეთ თქვენი სახელი და ადგილმდებარეობა მითითებულ ნომერზე, ხოლო ჩვენ რადარამის იმ ღონისძიებების შესახებ შეგატყობინებთ, რომელიც თქვენ სიახლოვეს იქნება დაგეგმილი.
11. როგორ შევუერთდე რადარამის საქმიანობას?
რადარამი ეძებს კვალიფიციურ მთარგმნელებს, რომლებსაც ჩვენს პროექტში ჩაბმა და წიგნების თარგმნა სურთ.
თუ თქვენ იცით ქართული და ინგლისური ენები და გაქვთ ინგლისურიდან ქართულად თარგმნის გარკვეული გამოცდილება, დააწკაპუნეთ აქ და მოკლედ მოგვწერეთ თქვენი გამოცდილებისა და მოტივაციის შესახებ, ხოლო თუ თქვენს რეგიონში წიგნების დისტრიბუციით ხართ დაინტერესებული, მოგვწერეთ თქვენი შემოთავაზებები.
თუ თქვენ იცით ქართული და ინგლისური ენები და გაქვთ ინგლისურიდან ქართულად თარგმნის გარკვეული გამოცდილება, დააწკაპუნეთ აქ და მოკლედ მოგვწერეთ თქვენი გამოცდილებისა და მოტივაციის შესახებ, ხოლო თუ თქვენს რეგიონში წიგნების დისტრიბუციით ხართ დაინტერესებული, მოგვწერეთ თქვენი შემოთავაზებები.
12. წიგნების დაბალი ფასის გათვალისწინებით, რამდენად კონკურენტუნარიანია სხვა ადგილობრივი გამომცემლობები რადარამთან შედარებით?
რადარამის გამოცემები ყველასათვის ხემისაწვდომია და ნომინალური ფასი 2 ლარი ღირს, მაგრამ იგი არ უწევს კონკურენციას სხვა გამომცემლობებს. მიზეზი მარტივია - რადარამის სფერო არ არის მხატვრული ლიტერატურა, პროდუქტი, რომელსაც იგი გაწვდით, სრულიად ახალია ქართულ ბაზარზე. ხოლო ის, რომ რადარამი ხელს უწყობს წიგნების პოპულარიზაციას, სხვა ადგილობრივ გამომცელობებს მხოლოდ თუ წაადგება.
13. როგორ ფინანსდება რადარამი?
ჩვენი მხარდამჭერების შესახებ დეტალური ინფორმაციისათვის დააწკაპუნეთ აქ.