წიგნის შერჩევის საერთაშორისო საბჭოს წევრები:
სიუზან სმიტი
სიუზან სმიტი წლების მანძილზე განვითარების სფეროში მუშაობდა, უკანასკნელ ხანს კი ლონდონში ევროპის განვითარებისა და რეკონსტრუქციის ბანკში ამერიკის საკითხებში აღმასრულებელი დირექტორის მრჩეველი იყო. ფლობს ჯონ ჰოპკინსის უნივერსტეტის მაგისტრის ხარისხს საერთაშორისო ურთიერთობებსა და საერთაშორისო ეკონომიკაში და ტეხასის უნივერსიტეტის ბაკალავრის ხარისხს ინგლისურ ლიტერატურასა და სლავისტიკა/აღმოსავლეთ ევროპათმცოდნეობაში.
ევროპის განვითარებისა და რეკონსტრუქციის ბანკში მუშაობის დაწყებამდე ერთი წელი ცხოვრობდა თბილისში, როგორც ფულბრაიტის სტიპერდიანტი და ძირითადად ეთნიკური უმცირესობების ინტეგრაციის საკითხებს იკვლევდა. ასევე მუშაობდა საარჩევნო სისტემების საერთაშორისო ფონდში კავკასიის და ცენტრალური აზიის პორტფოლიოზე და მოკლე ვადიან დამკვირველად ეუთოს საარჩევნო მისიაში.
სიუზანი საერთაშორისო საბჭოს მიერ წიგნების შერჩევის პროცესის კოორდინირებაზეა პასუხისმგებელი.
ევროპის განვითარებისა და რეკონსტრუქციის ბანკში მუშაობის დაწყებამდე ერთი წელი ცხოვრობდა თბილისში, როგორც ფულბრაიტის სტიპერდიანტი და ძირითადად ეთნიკური უმცირესობების ინტეგრაციის საკითხებს იკვლევდა. ასევე მუშაობდა საარჩევნო სისტემების საერთაშორისო ფონდში კავკასიის და ცენტრალური აზიის პორტფოლიოზე და მოკლე ვადიან დამკვირველად ეუთოს საარჩევნო მისიაში.
სიუზანი საერთაშორისო საბჭოს მიერ წიგნების შერჩევის პროცესის კოორდინირებაზეა პასუხისმგებელი.
ნატალია ანთელავა
ნატალია ანთელავა - წლების მანძილზე BBC–ის კორესპონდენტად მუშაობდა ტაშკენტში. თავისი პირველი რეპორტაჟი ამ ტელეკომპანიისათვის ჯერ კიდევ უნივესტეტში სწავლის დროს გადმოსცა დაკარიდან. ამჟამად ცხოვრობს და მუშაობს ბეირუთში. იყო BBC –ის პროდიუსერი ვაშინგტონში, საიდანაც ძირითადად კავკასიაზე აკეთებდა რეპორტაჟებს.
სტეფან აპლი
სტეფან აპლი 2007 წლიდან ყოველკვირეული ავსტრიული გამოცემის "ფალტერის" ავტორია. მისი სტატიები ემიგრაციის, ისლამის, ევროპული ინტერგრაციის საკითხებს ეხება. 2008 წლიდან აპლი ამავე ჟურნალის არამხატვრული ლიტერატურის მიმოხილვის განყოფილების რედაქტორია. მუშაობდა ევროპის სტაბილურობის ინიციატივის ანალიტიკოსად ბერლინსა და თურქეთში. მისი სტატიები ხშირად იბეჭდებოდა სხვადასხვა გამოცემებში, როგორიცაა: გერმანული "დი ცაიტუნგი", თურქული "პოლის ქუართერლიში" და "კურიერ ინტერნაციონალი". 2008 წელს მას გადაეცა ევროგაერთიანების პრიზი ევროპული ჟურნალისტიკის გამრავალფროვნებისათვის, 2010 წელს - ავსტრიული "ლეოპოლდ უნგარის" პრიზი სოციალურ საკითხებზე წერისათვის. სტეფან აპლი ფლობს ვენის გამოყენებითი მეცნიერებების უნივესიტეტის მაგისტრის ხარისხს ჟურნალისტიკაში
გონზალო სუარეზი
გონზალო სუარეზი ეკონომიკის დოქტორია საერთაშორისო თანამშრომლობისა და განვითარების განხრით. 1994 წლიდან ესპანეთში ერთ-ერთი ყველაზე დიდი არასამთავრობო ორგანიზაციის და ოქსფამის საერთაშორისო წევრების ენტერმონ ოქსფამის კამპანიისა და პოლიტიკის დეპარტამენტის თანამშრომელი იყო. ამჟამად ესპანეთში ოქსფამის კვლევის განყოფილების მმართველია.
ჰანს გატბორდი
წარმოშობით გერმანელ ჰანს გატბორდს ლონდონის ეკონომიკური სკოლის დოქტორის ხარისხი აქვს საერთაშორისო ურთიერთობებში. მისი სახელმძღვანელო პროფესიული კომუნიკაციის შესახებ საქართველოში, სომხეთში, მონღოლეთსა და ბულგარეთში გამოქვეყნდა და ამჟამად სხვა ენებზეც ითარგმნება. წლების მანძილზე მუშაობდა კავკასიის რეგიონში. ასწავლიდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში და ტრეინინგებს უტარებდა ქართველ პედაგოგებს მეთოდოლოგიის საკითხებზე. 2006 წლიდან კავკასიის რეგიონალური რესურსების ცენტრის დირექტორია. ჰანსი, ასევე, მონაწილეობას იღებდა ბერლინში ლიბერალური ხელოვნების კოლეჯის შექმნის პროცესში და მუშაობდა ეუთოს დამკვირვებლად არჩევნების დროს.
თომას ლეგი
თომას ლეგი გახლავთ გერმანული მარშალის ფონდის (ევროკავშირის ოფისი ბრიუსელში, ბელგია) უფროსი პროგრამის ოფიცერი კლიმატისა და ენერგიის მიმართულებით. ის ჩართულია და დახმარებას უწევს მარშალის ფონდს საერთაშორისო მოლაპარაკებებზე, ასევე ევროკავშირისა და აშშ-ს შიგნოთ მიმდინარე პროცესებზე კლიმატისა და ენერგიის პოლიტიკის საკითხებში, ასე ნახშირბარდის გავრცელების სავაჭრო სისტემების გავლენასა და დაბალნახშირბადოვანი ენერგიის სისტემების გრძელვადიანი სტრატეგიების დაგეგმვაში. მანამდე, ის ბუნებისდასცვითი პოლიტიკების შემუშავების კუთხით მუშაობდა Gatham House-ში (საერთაშორისო საქმეთა სამეფო ინსტიტუტი, ლონდონი), ევროპული პოლიტიკის სწავლების ცენტრში (ბრიუსელი), მდგრადი განვითარების საბჭოში, რომელიც წარმოადგენდა მრჩეველთა ორგაბოს ირლანდიის მთავრობისთვის. მან ასევე 3 წელი გაატარა საქართველოში, სადაც მუშაობდა ევროკომისიისთვის. თომასი ფლობს ხარისხს ბუნებისდაცვითი მეცნიერებებისა და პოლიტიკის საჯარო ადმინისტრირებაში, კოლუმბიის უნივერსიტეტი, ნიუ იორკი. ასევე არის მაგისტრი საერთაშორისო პოლიტკურ ეკონომიაში ლონდოის ეკონომიკის სკოლიდან და დუბლინის ტრინიტის კოლეჯის ისტორიისა და ინგლისური ენის ბაკალავრი..
ქეთრინ შულცი
ქეთრინ შულცი - ფილოსოფიის ფაკულტეტის კურსდამთავრებული, ჟურნალისტი, მწერალი და ბლოგერია. ის წერს ისეთი ცნობილი გამოცემებისთვის, როგორებიცაა: New York Times Magazine, The Nation, Foreign Policy.
ჯეიმს ტრაუბი
ჰარვარდის კურსდამთავრებული ჯეიმს ტრაუბი "ნიუ-ოირკ თაიმსის" ერთ-ერთი ავტორი და უცხოეთთან ურთიერთობის საბჭოს წევრია. ასწავლიდა ინდოეთში, აზადის კოლეჯში. 1994–1997 წლებში იყო "ნიუ-იორკერის" ჟურნალისტი. მისი სტატიები ხშირად ქვეყნდება სხვადასხვა ცნობილ გამოცემებში. უკანასკნელ დროს ის ძირითადად პოლიტიკურ და საერთაშორისო საკითხებზე წერს, მათ შორის ობამას, ალ გორის და ჯონ მაკკეინის შესახებ. ტრაუბმა დაწერა წიგნი კოფი ანანსა და გაეროზე, რამდენიმე წიგნი მიუძღვნა განათლების საკითხებს.
ამა უერცი
ამა უერცი – სან ფრანცისკოს "Book Passage"–ის მენეჯერია. ის წიგნებს დაახლოები 10 წელია უკვე რაც ჰყიდის. ამა 2006 წელს, გერმანიაში ფულბრაითის სტიპენდიანტი იყო რადიო ჟურნალისტიკის დარგში და მას შემდეგ აქტიურადაა ჩართული თარგანის სამყაროში.
კლივ პრიდელი
2003 წლის მაისამდე კლივ პრიდელი ჰარპერ კოლინზის ერთერთი განყოფილების "ფორზ ისთეითის" გამომცემლობის დირექტორი და ვიცე პრეზიდენტი იყო, ახლა კი მთავარი რედაქტორი და საზოგადოებასთან ურთიერთობის განყოფილების ვიცე პრეზიდენტია. "ფორს ისტეიტში" 1992 წლიდან მუშაობს და ბევრი ცნობილი ავტორის წიგნი გამოსცა. მანამდე ოთხი წლის მანძილზე ,,პინგვინის" გამომცემლობაში მუშაობდა. დაბადებულია ლონდონში, დაამთავრა კემბრიჯის უნივერსტეტი, მეუღლესა და ორ შვილთან ერთად ჩრდილოეთ მანჰეტენზე ცხოვრობს.
დევიდ ლი
დევიდ ლი უკანასკნელი ოცი წლის მანძილზე წიგნების გაყიდვით არის დაკავებული. ამჟამად მუშაობს ბლუმსბერგში "ლონდონ რევიუ" წიგნის მაღაზიაში მთავარი მენეჯერის მოადგილედ.